გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
24 საათში კოვიდ ინფიცირების 2 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44, ხოლო გამოჯანმრთელდა 5 081 პირი

1-11-2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 886 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 025 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 861 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 141 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 721 388-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.94% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.83%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 081 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 665 599.


ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 089 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 141 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 928 შემთხვევა, აჭარა - 99, იმერეთი - 401, ქვემო ქართლი - 145, შიდა ქართლი - 105, გურია - 34, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 128, კახეთი - 221, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 674 საიდანაც: 6 575 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 500, აჭარაში - 537, იმერეთში - 1 405. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 605 პირი, მათ შორის, თბილისში - 578, აჭარაში - 140, იმერეთში - 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში - 179, აჭარაში - 40, იმერეთში - 34. 1 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 688 - თბილისში, 189 - აჭარაში. 38 008 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 2.


სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 31 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 269 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 891 ადამიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930