გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშეს ქრისტინა მუმმას შეხვდა

1-11-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ატაშეს სოფლის მეურნეობის საკითხებში, ქრისტინა მუმმას შეხვდა.


შეხვედრაზე საქართველოში USDA-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


„ამერიკის შეერთებული შტატებისაქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას, განსაკუთრებით კი, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) წლების განმავლობაში,საქართველოშიაგრარული სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.მოხარული ვიქნებით, თუ USDA გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას,რომელიც COVID 19-ის პანდემიით მიყენებული ზიანის გამო, კიდევ უფრო მეტად არის კონცენტრირებული საგრანტო კომპონენტებზე. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო წარმატებული და პროდუქტიული იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


სოფლის მეურნეობის ატაშე ქრისტინა მუმმა დეტალურად გაეცნო USDA-ის მიერ განხორციელებული პროგრამების მიმდინარეობას და მიღწეულ შედეგებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებების მხარდაჭერა, რაც სექტორის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.


შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს USDA-ის მხრიდან სამომავლო თანამშრომლობის და მხარდაჭერის საკითხებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კლიმატის ცვლილების გავლენაზესოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების კუთხით. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (WTO) კოორდინაციის და ქვეყნებს შორის სასოფლო-სამეურნეო სავაჭრო ურთიერთობების საკითხებს.


შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930