გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს შეხვდა

1-11-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს შეხვდა.


შეხვედრაზე, რომელიც გლაზგოში, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და წარმატებულ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით აფასებს ნიდერლანდების სამეფოს მნიშვნელოვან ჩართულობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში.


გამოითქვა ორმხრივი ინტერესი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და საზღვაო სფეროში. აღინიშნა, რომ მომავალი წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება.


შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ამბიციურ მიზანზე, 2024 წელს გააკეთოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.


აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ნატოსთან და ნიდერლანდების სამეფოს ჩართულობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში. ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს მნიშვნელოვან როლს ამ მიმართულებით. საუბრისას, ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს გაეროში საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების მხარდაჭერისა და თანასპონსორობისთვის მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930