გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
13 ათას ლარზე მეტი შემოსავალი 41 დღეში - რა ქონებას ფლობს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორი

4-06-2018

დედაქალაქში მეტროსადგურები დაკეტილია, ამის მიზეზი კი მეტროს მემანქანეთა გაფიცვაა, რომლებიც ხელფასის ზრდას ითხოვენ. 
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით კი, მატი ხელფასი 1400-1800 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც უფრო მეტია, ვიდრე პატრულის თანამშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასებია. 

ამის ფონზე „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ანაზღაურება აქვს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორს. 2018 წლის 27 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კომპანიის მოქმედი გენერალური დირექტორის მამუკა კობახიძის შემოსავალი 2017 წლის 21 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 13 333,33 ლარი იყო. რაც შეეხება წლიურ 

შემოსავალს ამ პოსტზე, ამის გარკვევას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ყოფილი დირექტორის ნუგზარ ჭეიშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან შევეცადეთ, თუმცა, მას აღნიშნული ინფორმაცია დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. 

რაც შეეხება კომპანიის მოქმედი დირექტორის ქონებრივ მდგომარეობას, დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს 44, 33 კვადრატული მეტრისა და 100,7 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინას თბილისში. დეკლარაციის შევსების მომენტში მასვე სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 533,72 ლარი, 10 177,7 დოლარი, 9 003,09 ლარი, 600,2 დოლარი და 38 ლარი ჰქონდა. 

კობახიძე „სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურ დირექტორობამდე შპს ,,ყაზტრანსგაზ- თბილისის" მმართველად და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის'' დირექტორად მუშაობდა, სადაც 

შესაბამისად, 167 377,38 ლარისა და 166 988,1 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. ამასთან, მისმა გასავალმა წინა წელს ქველმოქმედების სახით - 6000 ლარი შეადგინა. 

მამუკა კობახიძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს - TOYOTA CHR, რომელიც 2017 წელს 55 000 ლარად შეიძინა. მასვე საბანკო ანგარიშებზე - 14 096,14 ლარი, 5500 დოლარი და 1772 ლარი ჰქონდა. დეკლარაციის შევსების მომენტში კობახიძის მეუღლე იყო ასევე შპს GONG-ის 30%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობითაც მისმა შემოსავალმა 35 583,4 ლარი შეადგინა. თამარ ეპიტაშვილი სს „საქრუსენერგოში“ მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს, სადაც მისი შემოსავალი 2017 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 31 დეკემბრის პერიოდში, 15 652,78 ლარი იყო. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალური დირექტორის მამუკა კობახიძის შვილებს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 4 345,73 ევრო და 4 346,16 ევრო ჰქონდათ.



bpn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930