2-11-2021
დიდი პატივი იყო გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაზე საქართველოს სახელით სიტყვით გამოსვლა და ჩვენი მისწრაფებების და ჩემი ქვეყნის მიერ პლანეტის გადარჩენისკენ მიმართული ეფექტიანი ნაბიჯების განხილვა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამოწვევები აშკარაა, თუმცა ცხადია შესაძლებლობებიც.
„დიდი პატივი იყო გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაზე საქართველოს სახელით სიტყვით გამოსვლა და ჩვენი მისწრაფებების და ჩემი ქვეყნის მიერ პლანეტის გადარჩენისკენ მიმართული ეფექტიანი ნაბიჯების განხილვა. გამოწვევები აშკარაა, თუმცა ასევე ცხადია შესაძლებლობებიც. დიდ მადლობას ვუხდი ყველას. #TogetherForOurPlanet",-წერს პრემიერ-მინისტრი.