გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში საახალწლო კონცერტს დაესწრო

29-12-2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად ბათუმის ბულვარში გამართულ საახალწლოკონცერტს დაესწრო. საახალწლო განწყობა ბულვარის კოლონადებთან ბათუმელმა შემსრულებლებმა გიორგი ბერიძემ, ირაკლი გოგიტიძემ დაადგილობრივმა ბენდებმა შექმნეს. შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრებიც.
კონცერტის პარალელურად, კოლონადებთან, ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთებისგამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ზღვისპირა ბულვარში მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ საკონდიტრო კომპანიებისა დაპროფესიული კოლეჯების მიერ წარმოდგენილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო ტკბილეული.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბულვარი ახალ წელს პირველად ხვდება საზეიმოდ მორთული და თანამედროვე სტილის ნაძვის ხით. საახალწლოილუმინაციებითა და დეკორაციებით უკვე მოირთო კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და „ბამბუკების ხეივანი", დამონტაჟდა მანათობელიდეკორატიული თაღი, სამგანზომილებიანი პროექციით განათდა ბულვარის კოლონადები.
რაც შეეხება ევროპის მოედანს, ის დღეს, 21:00 საათზე ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტს უმასპინძლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031