გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: გლაზგოში მიმდინარე კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტში საქართველოს პრემიერის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია გლობალურ ურთიერთობებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისთვის

2-11-2021

„გლაზგოში მიმდინარე კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია გლობალურ ურთიერთობებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისთვის”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.


გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე, დღეს, 2 ნოემბერს მიმდინარეობს ტყის და მიწათსარგებლობის დეკლარაციის ინიცირება, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიერაა წარმოდგენილი და რომელზეც საქართველომ დაადასტურა შეერთების მზაობა და წარადგინა ნოტიფიკაცია.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვა საქართველოს ტყეების დაცვის აუცილებლობას და ემისიების შთანთქმის უნარის გაძლიერების ხელშეწყობის მნიშვნელობას.


აღსანიშნავია, რომ გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე სამიტის ფარგლებში (COP26), საქართველო უკვე მიუერთდა აშშ-ის ინიციატივას მეთანის ემისიების შეზღუდვასთან დაკავშირებით; ასევე, ინიციატივას „ინოვაციები სოფლის მეურნეობაში კლიმატის ცვლილების დასაძლევად”.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930