გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

2-11-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძეს სომხეთის თავდაცვის მინისტრი, არშაკ კარაპეტიანი მასპინძლობს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები პირისპირ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. მხარეებმა კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობის, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მეზობელ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, სამხედრო განათლების, სამხედრო მედიცინის, მრავალეროვნული სწავლებების კუთხით არსებულ თანამშრომლობასა და ამ კავშირების გაღრმავებაზე.


ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30