გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
უკრაინის რადასთან სააკაშვილის მხარდამჭერი ათკაციანი აქცია გაიმართა

2-11-2021

უკრაინის დედაქალაქ კიევში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ 10 (!) ადამიანი მონაწილეობდა.


ინფორმაციას და ფოტომასალას აღნიშნულის შესახებ უკრაინული გამოცემა strana.ua ავრცელებს.


"კიევში, უმაღლესი რადას შენობის მიმდებარედ სააკაშვილის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მიტინგზე 10 ადამიანი მივიდა.


ისინი იდგნენ რადას შენობასთან და ეჭირათ პლაკატი "FreeSaakashvili" (თავისუფლება სააკაშვილს).


შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაპატიმრების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა. ოფიციალური მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში მინიმუმ 6 წლის გატარება მოუწევს, ანუ საპატიმროს, მინიმუმ 2027 წლამდე ვერ დატოვებს" - ნათქვამია უკრაინული ინტერნეტგამოცემის მასალაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031