გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერიასა და დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

5-11-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.


შეხვერაზე ონის მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ ფეითრიიზ ფაუნდეიშენს (ფონდი ფეათრიიზი) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის მიზანია ონის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო აქტივობებისა და გაცვლითი პროგრამების მუდმივი ბაზის ადაეკო-ტურისტული ცენტრების შექმნა, რომელიც ეფუძნება საერთაშირისო კულტურულ ურთიერთობებსა და დემოგრაფიულ ღირებულებებს.


შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები და სამომავლო გეგმები.


სერგო ხიდეშელმა მადლობა გადაუხადა ონის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს დავით ჩიკვაიძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს შუქურა ჯაფარიძეს, ონის მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის, პროექტის განხორციელების საქმეში გაწეული თანადგომისათვის, თანამშრომლობისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის წარმომადგენლებს საინტერესო, საქმიანი ვიზიტისთვის და მეგობრობისთვის.


აღსანიშნავია, რომ დანიის დელეგაცია ონის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის განვავლობაში იმყოფებოდა.


დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული შენობები, რომლებიც მომავალში აკადემიის საქმიანობისთვის უნდა იყოს გამოყენებული, არჩევანი სოფელ სორში არსებულ შენობაზე გაკეთდა.

სტუმრები გაეცნენ ონის მუნიციპალიტეტში ხეზე მუშაობის მრავალწლიან ტრადიციას და კულტურას. დაისახა მომავალში სამოქმედო გეგმა, რომელიც ონში საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930