გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იუნესკომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ერთიანი ქსელი შექმნა

5-11-2021

„საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება. 3-13 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ შარჟაში, მიმდინარე საერთაშორისო წიგნის ბაზრობის ფარგლებში, იუნესკოს მიერ ორგანიზებული შეხვედრაგაიმართა, რომელსაც წინა წლების წიგნის მსოფლიო დედაქალაქების პროექტების ხელმძღვანელებთან ერთად, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

ღონისძიებას უდიდესმა საბიბლიოთეკო-საგანმანათლებლო კომპლექსმა„House of Wisdom“ უმასპინძლა, რომელიც შარჟაში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში, 2019 წელს გაიხსნა. აღნიშნული შეხვედრის მთავარი თემა წიგნის მსოფლიო დედაქალაქების სამუშაო ქსელის შექმნა იყო. იუნესკოს აღნიშნული ინიციატივამნიშვნელოვნად გაუმარტივებს მომავალში სტატუსის მსურველ და განმახორციელებელ ქალაქებს პროექტის განხორციელებას. ამასთან, ქსელი,ამქალაქებს პროცესშიგრძელვადიანიჩართულობის შესაძლებლობას მისცემს, რაცპროექტის მთავარ გზავნილს - წიგნისა და წიგნიერების განვითარების პროცესს უფრო გაამყარებს.


ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით,  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ ინფორმაციას აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3mxQeXI

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031