გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ოქრიაშვილი: „მიმაჩნია, რომ რევოლუცია უკვე დაიწყო ხალხის ტვინში“

5-11-2021

სუს-იდან დაწყებული, პოლიტიკოსებით დასრულებული, დღეს ყველა ბევრს საუბრობს რევოლუციაზე. „ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ საქართველოში რევოლუცია არ მოხდება. მე კი მიმაჩნია, რომ რევოლუცია უკვე დაწყებულია ხალხის ტვინში. რევოლუცია დაიწყო 14 ოქტომბერს, როცა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე 60 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა - ამის სესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.


"რევოლუცია გაგრძელდა არჩევნების მეორე ტურში, როდესაც ყველა მსხვილ ქალაქში ოპოზიციამ გაიმარჯვა, ხოლო დედაქალაქში თანაბარი შედეგები დაიდო, მაგრამ ხელისუფლებამ მიითვისა და მოიპარა ეს არჩევნები!შედეგად, საზოგადოებამ დაძლია შიში და მიხვდა, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, რადგან გაყალბების, შიშის, მოსყიდვის მიუხედავად, პრაქტიკულად მთელ საქართველოში არჩევნებზე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ თანაბარი შედეგები დადო.


რევოლუცია, რომელიც ახლაც მიმდინარეობს ხალხის ტვინში, დასრულდება რიგგარეშე არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის საბოლოო გამარჯვებით და პირველად, საქართველოს ისტორიაში, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებით.


დავდგეთ ერთად, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ხელისუფლებას ხალხის მშვიდობიანი პროტესტის ძალა და გაყალბებულის ნაცვლად, მოვითხოვოთ რიგგარეშე საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები!" - აცხადებს ოქრიაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930