გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს შსს-სა და ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ბარსელონაში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა

5-11-2021

ქალაქ ბარსელონაში ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, სახელწოდებით - „ბანუს". სპეცოპერაციას წინ უძღოდა ესპანეთის სამეფოს კატალონიის ავტონომიური პოლიციის ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის დანაყოფის, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს თანამშრომლობით დანაშაულის გამოვლენის, ზემოთ აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით განხორციელებული ერთწლიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები.


ესპანელმა სამართალდამცველებმა, სპეცოპერაციის შედეგად, კრიმინალური დაჯგუფების წევრები - 9 პირი დააკავეს, მათ შორის საქართველოს 8, ერთი კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.


მათ ბრალად ედებათ ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე და 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების ქურდობას, ასევე კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა დაკავებულების საცხოვრებელი 7 ბინა.

ბრალდებულები სასამართლოს წინაშე 22 ოქტომბერს წარდგნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31