გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარაში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა

5-11-2021

შტაბი მიზნად ისახავს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას.


შტაბის ძირითადი მიზანია მანდარინის ჩაბარების პროცესის მართვა, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი. სამუშაო ჯგუფი, გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის მიმდინარეობის პროცესებში.


შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.


წელს საექსპორტო მანდარინს 30–მდე ციტრუსის საწარმო მიიღებს, ხოლო არასტანდარტული მანდარინის მიღება-გადამუშავებას შპს ,,Georgian industrial Asset Management Group'' განახორციელებს.


შტაბი აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამოქმედდა. შტაბის გახსნას ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერები, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები, ექსპორტიორები და მეციტრუსე ფერმერები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031