გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ხაბეიშვილი: ვაპირებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მძევლად ავიყვანოთ

6-11-2021

აქციები იქნება უწყვეტი; ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის საპატიმროსთან გააკეთა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რამდენიმე მუხლით გასამართლებული მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის.


"პერმანენტული აქციები იქნება ქვეყნის რეგიონებში, იქნება დედაქალაქშიც და იქნება მშვიდობიანი წინააღმდეგობრივი აქციები, რომელიც დაასრულებს ამ ხელისუფლებას.


ჩვენ ვაპირებთ, რომ ღარიბაშვილი, კობახიძე და ეს კრიმინალური ბანდა მიტაცებული კაბინეტებიდან გამოვყაროთ, ოღონდ ისე, რომ თმის ღერი არ ჩამოუვარდეთ და აბსოლუტურად მშვიდობიანად მოხდეს ეს ყველაფერი. ასევე ვაპირებთ, თუ დიდხანს ეყოლებათ ტყვედ მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი ავიყვანოთ მძევლად ასევე ისე, რომ თმის ღერი მასაც არ ჩამოუვარდეს და ეს ყველაფერი იყოს მშვიდობიანად" - განუცხადა "მთავარ არხს" ხაბეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31