გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სამშობლოს წინაშე გამორჩეული მეფის, ერეკლე II-ის უდიდეს ღვაწლს მადლიერი ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს

7-11-2021

სამშობლოს წინაშე გამორჩეული მეფის, ერეკლე II-ის უდიდეს ღვაწლს მადლიერი ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "Facebook"-ში წერს.


მთავრობის მეთაურის თქმით, ერეკლე II ბრწყინვალე სამხედრო სტრატეგი, შეუპოვარი მებრძოლი, თავისი ეპოქის განთქმული პოლიტიკოსი და რეფორმატორი იყო.


"გილოცავთ ერეკლეობას - სახელოვანი მეფის, ერეკლე II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს.


ერეკლე II იყო ბრწყინვალე სამხედრო სტრატეგი და შეუპოვარი მებრძოლი, თავისი ეპოქის განთქმული პოლიტიკოსი და რეფორმატორი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანებისა და მოდერნიზაციისაკენ მიმართული, ცოდნასა და განათლებაზე დაფუძნებული რეფორმები, მრეწველობისა და კულტურის განვითარება - პირველი ფაბრიკებისა და ქარხნების გაჩენა, სამთამადნო წარმოების დაწყება, სასულიერო სემინარიებისა და სკოლების, საერო თეატრის დაარსება.


სამშობლოს წინაშე გამორჩეული მეფის უდიდეს ღვაწლს მადლიერი ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30