გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აქციე იდეა რეალობად - მედიალაბი სტარტაპერებს „იდეადრომზე“ იწვევს

8-11-2021

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბი სტარტაპერებისთვის აცხადებს კონკურსს „იდეადრომი“. სტარტაპერებს, რომლებიც ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივებაზე, საგანმანათლებლო გეიმინგზე, ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვის მექანიზმებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით მუშაობენ, 19 ნოემბრამდე აღნიშნულ მისამართზე უნდა დარეგისტრირდნენ. - https://cutt.ly/7R49fwa. „იდეადრომის“ ფარგლებში, კონკურსის მონაწილეები გამოცდილ მენტორებთან ერთად იმუშავებენ. ერთი კვირის მანძილზე მენტორები მათ იდეების დახვეწასა და საკუთარი სტარტაპების განვითარებაში დაეხმარებიან. „იდეადრომის“ საპრიზო ფონდი 10 000 ლარია და მისი ფინალი მედიალაბში 27 ნოემბერს გაიმართება.


კონკურსში მონაწილეობის მიღება 2-3 ადამიანისგან შემდგარ გუნდებს შეუძლიათ, რომლებმაც საკუთარი იდეა ვიდეო პრეზენტაციის სახით უნდა წარმოადგინონ. როგორ უნდა მომზადდეს ვიდეო პრეზენტაცია - ამის გასაგებად ეწვიეთ ბმულს- https://www.youtube.com/watch?v=7ZDgOnDy5f8 ან წაიკითხეთ სტატია, რომელიც პრეზენტაციის მომზადებაში დაგეხმარებათ - https://medialab.ge/news/-ogor-tsarvadginot-startapidea-martivad-stsrapad-da-gasagebad


კონკურსის ფარგლებში, სტარტაპერებისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ჩატარდება ტრენინგები, როგორებიცაა: სტარტაპ იდეის ვალიდაცია, გუნდის მართვა, გადაწყვეტის ვალიდაციის სტრატეგიები, პროტოტიპირება და პროდუქტის ტესტირების მეთოდები, მარტივი ფინანსები სტარტაპებისთვის, იდეისთვის შესაფერისი ბიზნეს მოდელის შერჩევა, იდეალური პრეზენტაციის აწყობა და წარდგენა. ყველა ტრენინგი პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს, რაც სტარტაპერებს აძლევს შესაძლებლობას მიღებული ცოდნა ადგილზე აქციონ რეალურ გამოცდილებად.


„იდეადრომი“ სტარტაპერებს მომავალი საქმიანობისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან ცოდნას მისცემს. პირველი და უმნიშვნელოვანესი სტარტაპ შეჯიბრის გამოცდილებაა. „იდეადრომი“ კონკურსანტებისთვის არის შესაძლებლობა და შანსი კომფორტულ გარემოში მოემზადონ გლობალური გამოწვევებისთვის და უფრო გაბედულად შეეჭიდონ მორიგ შეჯიბრს.


„იდეადრომი“ გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ გამოცდილება გუნდურ მუშაობაში. გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობების გადანაწილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული საქმიანობისთვის. „იდეადრომის“ კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ახალი ადამიანების გაცნობა და კავშირების გაფართოება-გამყარებაა, ვინაიდან კონკურსის განმავლობაში, თქვენ იმუშავებთ, როგორც მედიალაბის გუნდთან, ისე გამოცდილ მენტორებთან ერთად.


მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც „იდეადრომი“ მოგცემთ ცოდნის გაღრმავებაა. ეს ის უპირატესობაა, რომელიც „იდეადრომს“ სხვა შეჯიბრებებისგან გამოარჩევს. გამოცდილებისა და ცოდნის არქონა პირველი სტარტაპის წამოწყებისას ყველაზე დიდი ბარიერია, მედიალაბის კონკურსი „იდეადრომი“ სწორედ ამ ბარიერის გადალახვაში დაგეხმარებათ და გაგიხსნით გზას.


და ბოლოს, „იდეადრომი“ არის თქვენი იდეის რეალობად ქცევის შანსი. მედიალაბის მთავარი მიზანი სწორედ პოტენციური სტარტაპერების აღმოჩენა და მათთვის იდეების რეალობად ქცევაში დახმარებაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031