გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით - ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი

8-11-2021

ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით - ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მიმართა მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.


„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს - აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია. გავუფრთხილდეთ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას. და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ არ იყოს რაიმე სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება - ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით. არ არის ვაქცინაცია სავალდებულო და ჩვენს ქვეყანაში არ გახდება სავალდებულო. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, უნდა დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის გამოსავალი პანდემიის დასრულების და აცრა გვიცავს სიკვდილისგან. ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930