18-12-2017
უკრაინაში, დონბასში, "ქართული ლეგიონის" პოზიციებზე იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად 8 ადამიანი დაიჭრა.
ამის შესახებ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრესატაშე ბაჩო ქორჩილავა წერს.
"ქართული ლეგიონის" დაბომბვის შედეგად 8 წევრი დაჭრილი და კონტუზირებულია.
აღნიშნულ ინფორმაციას საკუთარ გვერდზე ადასტურებს მამუკა მამულაშვილი:
"სამწუხაროდ, "ქართულ ლეგიონს" დღეს 8 დაჭრილი და კონტუზიამიღებული მებრძოლი ჰყავს", - წერს "ქართული ლეგიონის" მეთაური სოციალურ ქსელში.
წყარო: "პია"
https://pia.ge/post/173550-ukrainasi-qartuli-legionis-poziciebi-artileriam-dabomba-arian-dawrilebi