გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოავლინეს

15-11-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოავლინეს.


აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია კასპის, მცხეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში, მდინარეების - მტკვრისა და ლიახვის კალაპოტებში.


კასპის მუნიციპალიტეტში გამოვლენილია 4 სამართალდარღვევა. მოქალაქეების მიერ, ელექტროშოკური აპარატების და ანკესზე გამობმული სახლართი ბადის გამოყენებით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში, ჯამში, უკანონოდ მოპოვებულია 19 კგ ხრამულის სახეობის თევზი.


5 სამართალდარღვევაა გამოვლენილი გორის მუნიციპალიტეტში. მოქალაქეები, ქალაქ გორის, ასევე სოფლების - სკრისა და ორთაშენის მიმდებარედ, უკანონო თევზჭერას ანკესზე გამობმული სახლართი ბადეების გამოყენებით ახდენდნენ.


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის მიმდებარედ კი, მოქალაქეებმა ელექტროშოკური აპარატისა და გასაბერი ნავის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს 1,5 კგ ხრამულის სახეობის თევზი.


აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი ოქმები შეადგინეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930