გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკომისიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა

16-11-2021

ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ - აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.


"შესანიშნავი სიახლე! საქართველო ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას შეუერთდა, რითიც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. საქართველო რჩება თავისი დასავლური ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული და მზადაა გააგრძელოს მუშაობა ევროპელ პარტნიორებთან ერთად," - წერს მინისტრი Twitter-ის პირად გვერდზე.


აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ სერთიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930