5-06-2018
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი კახა კალაძეს ურჩევს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საშტატო ერთეულით დაინტერესდეს. ვასილ ურუშაძე ამბობს, შტატები კომპანიაში პარტიული აქტივისტებით არის გაბერილი და თუ მათი შემცირება მოხდება მაშინ, შესაძლოა, მოიძიონ ის თანხები, რომლითაც მეტროს მემანქანეებს ხელფასები გაეზრდებათ.
ვასილ ურუშაძეს მაგალითისთვის პარლამენტარ ვანო ზარდიაშვილის ძმა მოჰყავს და აცხადებს, რომ ის კომპანიაში დირექტორის მრჩევლად არის დანიშნული თუმცა სამსახურში ერთხელაც კი არ მისულა.
„გასაჯაროვდეს მთლიანად სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელთა სტრუქტურული სია, მათი ანაზღაურება, პრემია-დანამატები, საქმიანობა და შემდეგ შეგვეძლება ვიმსჯელოთ რამდენად არის შესაძლებელი სტრუქტურული რეფორმის ჩატარება და მიღებული დანაზოგით სწორი სახელფასო პოლიტიკის წარმოება. ჩვენ ინფორმაციით პარლამენტის წევრის ვანო ზარდიაშვილის ძმა, არის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის მრჩეველი და ამაში იღებს 3000 ლარს. ჩემთვის როგორც არის ცნობილი ერთხელაც არ არის იქ ნამყოფი, რჩევაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი,“-განაცადა ვასილ ურუშაძემ.
13-01-2025