გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ რენეს საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება

16-11-2021

სოფელ ზემო რენეში გრძელდება საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.


დასრულებულია შენობის ორი სართული, გადახურულია სახურავი, ამჟამდ მიმდინარეობს სავალი გზის ფილების, შიდა და გარე ფასადის ლესვითი და სანტექნიკის მოწყობის სამუშაოები.


30 წელია რაც არსებული საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს და ბავშვები მშობლებს მეზობელ სოფლებში დაყავთ. კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში 8 სოფელი შედის - მათგან 4 გამყოფი ხაზისპირა სოფელია, ხოლო 3 კი მაღალმთიანი.


პროექტს შპს „ლიკანი 200“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 684 112 ლარია და რეგიონალური განვითარების ფონდი და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.


"პროექტის დასრულების შემდეგ, თანამედროვე სტანდარტებს დაქვემდებარებული და აღჭურვილი საბავშვო ბაღი 8 სოფლის ბავშვებს მოემსახურება. კეთილმოწყობილ ბაღში ბავშვებსა და პედაგოგებს ყველა საჭირო პირობებიე ქნებათ" - აღნიშნაკასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930