17-11-2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 707 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 426 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 281 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 732 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 795 847-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.77% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.11%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 812 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 731 996.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 212 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 732 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 884 შემთხვევა, აჭარა - 136, იმერეთი - 878, ქვემო ქართლი - 295, შიდა ქართლი - 425, გურია - 110, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 408, კახეთი - 285, მცხეთა-მთიანეთი - 112, სამცხე-ჯავახეთი - 158, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 613 საიდანაც: 6 614 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 584, აჭარაში - 569, იმერეთში - 1 370. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში - 642, აჭარაში - 128, იმერეთში - 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში - 214, აჭარაში - 36, იმერეთში - 33. 1 175 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 777 - თბილისში, 239 - აჭარაში. 44 824 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 16 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 375 ადამიანი.