გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
სომხური პრესა: სააკაშვილს არ სძინავს!

5-06-2018

სომხეთში გამომავალ გაზეთ «Голос Армении»-ში გამოქვეყნებული ვრცელი მასალა სათაურით, „მიხეილ სააკაშვილს არ სძინავს“, თბილისში მიმდინარე აქციებს ეხმაურება.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:


„საქართველოს დედაქალაქში მომხდარი ამბები ნათლად ადასტურებს იმას, თუ როგორ ძალიან დასუსტდა ქართული სახელმწიფოებრიობა დასავლეთის მიერ თავმოხვეული მმართველობის საპარლამენტო ფორმით. სულ უბრალო მიზეზი და საბაბი საკმარისია, რომ დედაქალაქის ცენტრში ვიღაც-ვიღაცეები შეიკრიბნონ, დაიწყოს შეხლა-შემოხლა და ჩხუბი, ტელეარხების ამ ყველაფერს ფართოდ აშუქებენ. ეჭვი არ ეპარებოდა არავის, რომ სამშობლოდან გაქცეული ყოფილი პრეზიდენტი თბილისის ამბებით დაინტერესდებოდა და ვითარების დესტაბილიზებას შეეცდებოდა.


ყველაზე ცუდი, რასაც რუსეთი გააკეთებდა ასეთ სიტუაციაში, ის არის, რომ მოსკოვი ცეცხლზე ნავთს დაასხმდა - მაგალითად, კრემლის წაქეზებით სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, რომელიც დღეს არავის არ ჭირდება. მიუხედავად ძალიან ბევრი მინუსისა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც იძულებულია დასავლური კურსი გააგრძელოს, შეუდარებლად უფრო ადექვატურია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა. და თუ ასეა, მაშინ [რუსეთმა] მმართველ „ქართულ ოცნებას“ პრობლემები არ უნდა შეუქმნას, თორემ შეიძლება ისე განვითარდეს პროცესები, რომ საქართველოში მტრული რეჟიმის რესტავრაცია განხორციელდეს, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით. ასეთი ვითარება, სხვა ნეგატიურ შედეგებთან ერთად, იმას მოიტანს, რომ საბოლოოდ დასამარდება აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე გამავალი დერეფნების იდეა, რომელიც აუცილებელია როგორც თვით საქართველოსთვის, ასევე სომხეთისათვის. ჯერ-ჯერობით, საქართველოს ხელისუფლება ახერხებს სიტუაციის გაკონტროლებას, მაგრამ მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილსაც არ სძინავს“-წერს გამოცემა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930