გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა რეინჯერის კურსი დაასრულეს

17-11-2021

სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა რეინჯერის კურსი დაასრულეს. რეინჯერის პროგრამა 22 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც სამხედროებმა კავშირგაბმულობის, სამხედრო ტოპოგრაფიის, წყალზე მომზადების, საინჟინრო და სამედიცინო კომპონენტები შეისწავლეს. კურსი წარმატებით 18-მა სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა.


რეინჯერების დაჯილდოების ცერემონიალი რეინჯერთა სკოლაში გაიმართა. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა რეინჯერებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და ქვედანაყოფის მნიშვნელოვან, რთულ და საპასუხისმგებლო როლზე ისაუბრა.


ცერემონიალის დასრულების შემდეგ სამხედროებმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს, რომელიც ჩასაფრებისა და რეიდის ოპერაციებს მოიცავდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031