გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს კაცობა და ღირსება რომ ჰქონდეს, "ფეიკ" შიმშილობას შეწყვეტდა, თუმცა, ნულოვანი კაცობა და ღირსება აქვს

18-11-2021

მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ, განსაკუთრებით ელენე ხოშტარია - სააკაშვილს რომ კაცობა და ღირსება ჰქონდეს "ფეიკ" შიმშილობას შეწყვეტდა, თუმცა, ნულოვანი კაცობა და ღირსება აქვს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


ირაკლი კობახიძე მოშიმშილე დეპუტატების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.


"მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მას შეუძლია შეწყვიტოს თავის "ფეიკ" შიმშილობა და ამ შემთხვევაში ეს ბუნებრივია, პირდაპირ აისახება ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე. მას რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება ამას გააკეთებდა, თუმცა, ნულოვანი კაცობა და ღირსება აქვს. მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია ყველაფერზე, მათ შორის, იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ, ელენე ხოშტარია განსაკუთრებით, რადგან შიმშილობს უკვე 2 კვირაზე მეტია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რისკის ქვეშ, მიხეილ სააკაშვილი არის ამაზე პასუხისმგებელი პირდაპირ. მას რომ ჰქონდეს კაცობა, ამის გამო შეწყვეტდა მარტო ამ შიმშილობას, მაგრამ მის კაცობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი წარმოდგენა და ეს წარმოდგენა არის მყარი. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ზრუნვა იმაზე, რომ ადამიანების ჯამრთელობას და სიცოცხლეს არ შეექმნას საფრთე. ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს,"- განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930