გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე: ამ მკვლელი და მწამებელი სისტემის სათავეში იდგა მიხეილ სააკაშვილი, ამ დამსახურებისთვის გადაეცა მეგის ქარდავას ღირსების ორდენი და ამ ხალხს უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება და თანაც რევოლუციით

18-11-2021

,,ახლა ვუყურე (ბოლომდე ვერ გავუძელი) დოკუმენტურ, სრულიად ამაზრზენ ვიდეო კადრებს და ასეთი ალბათ ათასობით აქვთ გადაღებული და შენახული.’’ - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც დაკავებულ პირს აიძულებენ არარსებული დანაშაულის აღიარებას.


როგორც ბოჟაძე წერს, ამ სისტემის სათავეში იდგა მიხეილ სააკაშვილი.


,,ახლა ვუყურე (ბოლომდე ვერ გავუძელი) დოკუმენტურ, სრულიად ამაზრზენ ვიდეო კადრებს და ასეთი ალბათ ათასობით აქვთ გადაღებული და შენახული. აი ამ მკვლელი და მწამებელი სისტემის სათავეში იდგა მიხეილ სააკაშვილი, აი ამ დამსახურებისთვის გადაეცა მეგის ქარდავას ღირსების ორდენი, აი ამ ხალხს უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება და თანაც რევოლუციით, რადგან იციან არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდებიან.’’ - წერს ბოჟაძე facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930