გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ცუდი, არამედ ძალიან საშიში პოლიტიკური ძალაა

18-11-2021

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რას ეფუძნებოდა ის რეჟიმი, რომლის ხელმძღვანელიც იყო მიხეილ სააკაშვილი. მთავარი დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი იყო მეგის ქარდავა - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.


მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის არა მხოლოდ ცუდი, არამედ ძალიან საშიში პოლიტიკური ძალა.


„რაც შეეხება წამების მორიგ მხილებას, ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ რას ეფუძნებოდა ის რეჟიმი, რომლის ხელმძღვანელიც იყო მიხეილ სააკაშვილი - მთავარი დამკვეთი და რომლის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი იყო მეგის ქარდავა. ამის მორიგი შეხსენება ვიხილეთ დღეს პროკურატურის ბრიფინგზე, როდესაც წამების მორიგი მტკიცებულება ნახა ქართულმა საზოგადოებამ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპული იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც მთლიანად ძალადობასა და სიცრუეს ეფუძნებოდა. ეს პოლიტიკური ძალა, რასაც ნაცმოძრაობა ჰქვია, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არ არის უბრალოდ ცუდი პოლიტიკური ძალა, ეს არის ძალიან საშიში პოლიტიკური ძალა, რომელსაც კიდევ ჰქონდა ილუზია და ამბიცია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიბრუნებდა ძალაუფლებას. ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს და „ქართული ოცნება“ ქართულ საზოგადოებას, ამის არ დაშვებაში დაეხმარება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930