გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი სააკაშვილს: გორის გზაზე წეროვანსაც გაივლი, მარჯვნივ გაიხედე და შენი ყველაზე დიდი დანაშაულის სინამდვილეს დაინახავ

20-11-2021

გორის გზაზე წეროვანსაც გაივლი, მარჯვნივ გაიხედე და შენი ყველაზე დიდი დანაშაულის სინამდვილეს დაინახავ, - ასე მიმართავს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ „მის მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში მისივე აშენებული ავტობანით გაემგზავრება“.


„ცალკე საკითხია, რა ააშენე საერთოდ, მაგრამ ეგ სხვა დროს. დღეს „ჭამის დღე“ გაქვს და მადას არ გაგიფუჭებთ. გორის გზაზე წეროვანსაც გაივლი, მარჯვნივ გაიხედე და შენი ყველაზე დიდი დანაშაულის სინამდვილეს დაინახავ. იმ ათასობით გაუბედურებულ ხალხს, რომლებიც შენი, პირადად შენი ავანტიურის გამო სახლებიდან გამოყარე და ბარაკებში ჩაასახლე!


შემდეგი „ღირსშესანიშნაობა“, რაც გზაზე შეგხვდება - ახალგორისკენ გადასახვევი, იმ ახალგორისკენ - პუტინს ხურდად რომ ჩააბარე და „ლენინგორად“ რომ აქციე, სადაც ავადმყოფი მხოლოდ იმიტომ კვდება, რომ ქართველია და ჩვეულებრივ, არა „მულტიპროფილურ“ კლინიკაში გადაყვანის შანსი, შენსავით - მას არ გააჩნია.


მერე ბანერთან ჩაუხვევ, სადაც „ცხინვალამდე 26 კმ“ წერია, სადაც თავისუფლად ჩადიოდა ქართველი და იქიდან თბილისამდე კიდევ - ოსი. რაც შენ და პუტინს ნერვებს გიშლიდათ და 2004 წლის ივლისში შენ ამასაც მოუღე ბოლო. იმედია, ამ და სხვა დანაშაულის გამო მალე სამუდამო სასჯელს მიიღებ!


ბოლოს, მძღოლს შეგიძლია სთხოვო, იმ ქუჩით გაგატაროს, სადაც მიწაზე პირქვე ფოფხავდი, „მთავარსარდალო“, შენს მიერ მიტოვებული და გაოცებული ბერნარ კუშნერის თვალწინ...“ - წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930