გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
"აირაის" კვლევა 2012 წელს: გიორგი თარგამაძე - 28%, ბიძინა ივანიშვილი - 21%

21-11-2021

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ 2012 წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ ლიდერებს შორის ყველაზე პოპულარული "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მაშინდელი ლიდერი გიორგი თარგამაძე იყო, რომელსაც მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.


გთავაზობთ "აირაის" კვლევის შედეგებს ოპოზიციური ლიდერების პიროვნული რეიტინგის ჭრილში:


კითხვაზე - რომელი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ენდობით, ყველაზე მეტი - 28 პროცენტი გიორგი თარგამაძემ მიიღო, ბიძინა ივანიშვილი კი მხოლოდ 21 პროცენტს "დასჯერდა".


შეგახსენებთ, რომ ამ კვლევიდან რამდენიმე თვეში, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდა.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930