გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი ბრეგაძე: იყო 2 მთავარი ფაქტორი – უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა; როგორც კი ეს რისკი იქნება გამორიცხული, პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში

23-11-2021

„დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედის" ეთერში განაცხადა.


„როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკებზე – ეს იხილა საზოგადოებამაც, რომ მან დაკარგა გონი, აქვე იმაზეც უნდა ვისაუბროთ და აღვნიშნოთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მაღალ პროფესიონალიზმს უნდა გავუსვათ ხაზი, იმიტომ, რომ ამ ეპიზოდიდან საკმაოდ მალე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იყო სტაბილური", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930