გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: ვარდების რევოლუციის მოლოდინებიდან, რომ ქვეყანა განვითარებულიყო დემოკრატიული თვალსაზრისით, მივიღეთ სააკაშვილი-ბოკერია- უგულავას და სხვების დანაშაულებრივი რეჟიმი

23-11-2021

ვარდების რევოლუციის მოლოდინებიდან, რომ ქვეყანა განვითარებულიყო დემოკრატიული თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ არა ის, რაც სურდა საზოგადოებას რევოლუციის შედეგად, მივიღეთ სააკაშვილი-ბოკერია-უ­გულავას და სხვების დანაშაულებრივი რეჟიმი - განუცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.


მისი თქმით, ეს იყო მოლოდინით აღასავსე ცვლილება და თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.


„ვარდების რევოლუციას ჰქონდა ის პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ ყველას ჰქონდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მოლოდინი, ეს იყო მოლოდინით აღსავსე ცვლილება. საბოლოოდ, ვარდების რევოლუციიდან შედეგობრივად მივიღეთ სააკაშვილი, ბოკერია უგულავას და სხვების დანაშაულებრივი რეჟიმი, ხალხის მოლოდინიდან, რომ ქვეყანა უნდა განვითარებულიყო დემოკრატიული თვალსაზრისით, ამ დაპირებებიდან და საწყისი ნაბიჯებიდან შედეგად მივედით დანაშაულებრივ რეჟიმამდე, ეს სამწუხარო ფაქტია“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


მან სამარცხვინო უწოდა ნაციონალური მოძრაობის მესიჯბოქსს, რომ ნაციონალური მოძრაობა უდრის ქართულ სახელმწიფოებრიობას.


„ქართული სახელმწიფოებრიობა მრავალი საუკუნის წინ შეიქმნა და ჩემი თხოვნა იქნება, ნუ აყვებით ნაციონალური მოძრაობის ამ მესიჯბოქსს, რომ თურმე ნაციონალური მოძრაობა უდრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ეს არის სამარცხვინო განცხადება“ - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031