გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძემ სასტუმრო „ლეოგრანდში" დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

24-11-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ახალარჩეულ მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად სასტუმრო „ლეოგრანდში" 2017 წელს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.


„დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ „ლეოგრანდის" ტრაგედიას. იმ ადამიანებს, ვინც დავკარგეთ. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ჩვენი ვალია მათი სახელის პატივისცემა. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უსაფრთხოების დაცვა ყველა ობიექტში, იქნება ეს სასტუმრო თუ სხვა ტიპის დაწესებულება, მნიშვნელოვანია და ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.


2017 წელს ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში" გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა საქართველოს ათი მოქალაქის და ერთი ირანელის სიცოცხლე შეიწირა. 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, იყვნენ უცხოელი ტურისტებიც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930