გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი - 25 წლამდე ასაკის ვეღარავინ უნდა შევიდეს კაზინოებსა და სლოტ-კლუბებში და ამის აღსრულებაზე კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდება

24-11-2021

25 წლამდე ასაკის ვეღარავინ უნდა შევიდეს ამგვარ დაწესებულებებში, არსებულ ფიზიკურ კაზინოებსა და მათ შორის სლოტ-კლუბებში და ამის აღსრულებაზე კონტროლი მაქსიმალურად იქნება გამკაცრებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


ჟურნალისტის კითხვას, იგეგმება თუ არა ფიზიკური კაზინოების გატანა ან ერთ კონკრეტულ ადგილზე ლოკალიზება, პრემიერმა უპასუხა, რომ მთავრობას ამგვარი გეგმა არ აქვს.


„მთავრობა არ გეგმავს ე.წ Land Casino-ების გატანას ან რაიმე დამატებითი ამკრძალავი რეგულაციების შემოტანას. ამ ეტაპზე ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ ონლაინ-კაზინოებს. ფიზიკურ კაზინოებში ძირითადად თამაშობენ უცხოეთის მოქალაქეები, ტურისტები, ვიზიტორები და ამიტომ რაიმე შეზღუდვას არ ვგეგმავთ. Land Casino-ებს არ ვეხებით, ეს ონლაინ-კაზინოებზეა, მთავარი პრობლემა ეს არის. 2-3 ლარით ახალგაზრდა და მით უმეტეს სოციალურად დაუცველი კაზინოში ვერ შევა და ეს პრობლემა არ არსებობს", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031