გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!" სტუდენტებისთვის გრძელდება

25-11-2021

კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!" ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტების კარიერულ განვითარებას განაგრძობს. კონკურსის სამი გამარჯვებულის გარდა, 15 საუკეთესო მონაწილეს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაში დაეხმარება და სერტიფიცირებულ ტრენინგებს ჩაუტარებს. სტუდენტები სპეციალური სასწავლო მასალებით შექმნილ პროგრამას გაივლიან და სერტიფიცირებული ტრენერები გახდებიან. კომუნიკაციების კომისია მათ მისცემს შესაძლებლობას მედიაწიგნიერების პროექტებში ჩაერთონ და საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით სხვა სტუდენტები და მოსწავლეები თავად გადაამზადონ.


კონკურსის ფარგლებში სტუდენტებს მედიასივრცეში ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზების შესახებ ტრენინგები უკვე უტარდებათ. კონკურსში მონაწილეობის მსურველები დეტალურად იღებენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა აღმოაჩინონ ყალბი ინფორმაცია, გადაამოწმონ და დაადგინონ რეალური ფაქტები. ტრენინინგზე დასწრების მსურველებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ კომუნიკაციების კომისიას ფეისბუქ გვერდზე.


კომუნიკაციების კომისიამ და მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!" უკვე მეექვსედ გამოაცხადა. კონკურსის მიზანი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა. კონკურსში მონაწილეობის მიღება, 1 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ბაკალავრიატის საფეხურის ყველა სტუდენტს შეუძლია. საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებსაც კომუნიკაციების კომისიისგან ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცემათ. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 13 Pro-ს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს - HP Pavilion, ხოლო მესამე ადგილზე გასულ სტუდენტს iPad 10.2 (9 Gen) გადაეცემა.


კონკურსის წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდზე და კომისიის ვებ-გვერდზე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031