გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: ტურისტულმა სექტორმა დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ მთავრობა ბიზნესს უსმენს და მათ თხოვნებს ითვალისწინებს

25-11-2021

პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განთავსების ობიექტების, საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციების, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მას ასევე დაესწრო სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.


შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ის გარემოება, რომ მთავრობა ბიზნესს უსმენს და მათ თხოვნებს ითვალისწინებს.


მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან მთავრობის უკუკავშირი ეფექტურია. „მოხარული ვარ, რომ კერძო სექტორმა დადებითად შეაფასა საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ბიზნესს უსმენს და ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს. კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტები შემსუბუქდა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის უსაფრთხოდ განვითარებას და აღდგენას და გააძლიერებს კერძო სექტორს," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „მწვანე პასპორტის" ამოქმედების გავლენაზე ადგილობრივი ტურისტული სექტორის საქმიანობაზე, აღნიშნული კონცეპციის აღსრულების შესაძლო მექანიზმებსა და სხვ.


აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით შეხვედრები ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30