გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანდრია გვიდიანი: ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია, ყველანაირ არეულობასა თუ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე ხელისმომწერები

29-11-2021

„ერთადერთი გზა, რაშიც სააკაშვილი გამოსავალს ხედავს, არის არეულობა. ყველაზე კარგად მან იცის, რომ ლეგიტიმური გზებით გამორიცხულია მან რაიმე შედეგს მიაღწიოს. რაც დღეს სასამართლოსთან ხდება, მისი მავნებლური გეგმის გენერალური რეპეტიციაა“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე მიმდინარე აქციას, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.


როგორც გვიდიანი აღნიშნავს ის, რაც სასამართლოსთან ხდება ყველაფერი თავიდანვე დაგეგმილი იყო, სწორედ ამიტომ ითხოვდნენ მის სასამართლოში გადაყვანას.


„ერთადერთი გზა, რაშიც სააკაშვილი გამოსავალს ხედავს არის არეულობა. ყველაზე კარგად მან იცის, რომ ლეგიტიმური გზებით გამორიცხულია მან რაიმე შედეგს მიაღწიოს. რაც დღეს სასამართლოსთან ხდება, მისი მავნებლური გეგმის გენერალური რეპეტიციაა. როგორ ფიქრობთ, რატომ ითხოვდნენ დაჟინებით სასამართლოში გადაყვანას?! რატომ ითხოვდნენ შეურაცხადებივით სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას?! რატომ არის მათთვის თვითმიზანი სააკაშვილის მიერ ციხის ტერიტორიის დატოვება?! ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია, ყველანაირ არეულობასა თუ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე ხელისმომწერები. ეს მათ დაამტკიცეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს და წარმატებით აგრძელებენ ოპოზიციიდანაც“, - წერს ანდრია გვიდიანი.


ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს მიხეილ სააკაშვილი ესწრება.


თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან შეკრებილები და საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.


თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აღმაშენებლის ხეივნის გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. მათი განცხადებით, სასამართლო პროცესის დასრულებამდე გზა გადაკეტილი იქნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930