გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ მახარობლიშვილი: საქართველოს პრემიერი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან

30-11-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან; ორ კვირაში არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, შესაბამისად, აღნიშნული ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმისთვის, რომ ასოცირებულმა პარტნიორებმა თავისი პრიორიტეტები გააცნონ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ბელგიის სამეფოში, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.


ელჩის თქმით, საუბარი იქნება, ერთის მხრივ, როგორც სამიტის პოლიტიკური დეკლარაციის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე იმ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე, რომლებიც სამი ქვეყნისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით მნიშვნელოვანია.


„თვითონ ის ფაქტი, რომ ასოცირებულ პარტნიორებს ხვდება ევროკავშირის სამივე პრეზიდენტი - ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის, მნიშვნელოვანი აღიარებაა ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ასოცირებული პარტნიორობისა და მათი ამბიციებისა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების და ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების კონტექსტში", - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31