გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში ქვათახევის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

30-11-2021

კასპში ქვათახევის ქუჩაზე საფეხმავლოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქუჩაზე უკვე დაიგო ასფალტის ორი ფენა და საფეხმავლოების წინა მოსამზადებელი სამუშაოები სრულდება, რის შემდგაც დაიგება ასფალტი.


მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს ქალაქში ხუთი ერთმანეთთან დკავშირებული ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხის, ქვათახევის და სამების ქუჩის რეაბილიტაცია დაგეგმა. უკვე დასრულებულია სამების ქუჩა, სამუშაოები მიმდინარეობს ლესელიძის, ჯორჯიაშვილის და ქვათახევის ქუჩებზე.


ქუჩების საერთო სიგრძე 1 288 გრძივი მეტრია, პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 969 980 ლარით აფინანსებს, აქედან 99485 ლარი იხარჯება ქვათახევის ქუჩის რეაბილიტაციაზე.


სამუშაოს შპს „საგაზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ასრულებს.


აღნიშნული ქუჩებიდან არც ერთი არასოდეს ყოფილამოასფალტებული და გადადგილებისას დისკომფორტოს ქმნიდა. კეთილმოწყობილი გზა კი უზრუნველყოფს მოსახლეობის და ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930