გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჭიძე: „ლელოს“ ეს გამოხტომა ნამდვილად არ არის მიმართული მედიის გადასარჩენად, ასე რომ არ იყოს, მედიისთვის და განსაკუთრებით ბეჭდური მედიისთვის, ცოტა უფრო ჭკვიანურ ინიციატივებს მოიფიქრებდნენ

30-11-2021

,,ლელოს“ წევრი საბა ბუაძე პრემიერის მიერ აზარტული თამაშების შესახებ დაანონსებულ რეგულაციებს „ეხმაურება“ და აცხადებს, რომ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს აზარტული თამაშების რეკლამის სრულად აკრძალვას. ამ ბიზნესიდან მიღებული სარეკლამო შემოსავალი, სატელევიზიო მედიის სარეკლამო შემოსავლების თითქმის 20%-ს შეადგენს და მისი აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ მედიას.’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე პარტია ლელოს შეთავაზებას პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით.


„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე პრემიერის მიერ აზარტული თამაშების შესახებ დაანონსებულ რეგულაციებს „ეხმაურება“ და აცხადებს, რომ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს აზარტული თამაშების რეკლამის სრულად აკრძალვას. ამ ბიზნესიდან მიღებული სარეკლამო შემოსავალი, სატელევიზიო მედიის სარეკლამო შემოსავლების თითქმის 20%-ს შეადგენს და მისი აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ მედიას.


ცხადია არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ხელისუფლების მიერ აზარტულ თამაშებზე გახმიანებულმა ინიციატივამ უამრავი ლუდომანის მშობელი, მეუღლე, თუ მეგობარი შვებით ამოასუნთქა.


არ ვიტყვი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საბა ბუაძე და მითუმეტეს მისი უფროსობა ამას ვერ გაიგებს.


უბრალოდ ვიტყვი, რომ „ლელოს“ ეს გამოხტომა ნამდვილად არ არის მიმართული მედიის გადასარჩენად. ხაზარაძეს მედია სულ ცალ ფეხზე ჰკიდია და ასე რომ არ იყოს, მედიისთვის და განსაკუთრებით ბეჭდური მედიისთვის, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ფაქტობრივად მოკლა, ცოტა უფრო ჭკვიანურ ინიციატივებს მოიფიქრებდნენ.


და ბოლოს - პარტია „ლელოს“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციას თუ ხალხზე ფიქრი ღამე არ აძინებს (რაც წესით ყველა პოლიტიკოსის უმთავრესი მოვალეობაა), დრაკონულ საბანკო პროცენტების შემცირებაზე ეთქვათ რამე, ნამდვილად აჯობებდა.


ბატონო საბა ბუაძევ, იქნებ ისიც გვითხრათ სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა როგორ იმოქმედებს უარყოფითად თავისუფალ მედიაზე? ‘’ - წერს გაბრიჭიძე - facebook – ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930