გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის დამტკიცებამ არ დაუტოვა დესტრუქციულ ოპოზიციას გზა დაპირისპირების ხარისხი გადაეტანათ პარლამენტიდან თვითმმართველობებში

30-11-2021

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის დამტკიცება, ერთი მხრივ, იყო კანონიერი და მეორე მხრივ, ამან არ დაუტოვა დესტრუქციულ ოპოზიციას გზა გადაეტანათ დაპირისპირების ხარისხი, რომელსაც ვხედავ პარლამენტში, საკრებულოებში, თვითმმართველობებში და საზოგადოების ყველა დონეზე", - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


მისი თქმით, პანდემიის პირობებში, როცა ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ არ არის დაძლეული, მუნიციპალიტეტებში თითოეული პროექტის ჩაგდება მძიმე გავლენა ექნება მოქალაქეებზე.

„მთელი მსოფლიო არის პანდემიის პირობებში, ეკონომიკური კრიზისი არ არის დაძლეული და მარტო მსოფლიო ტურიზმმა ორ ტრილიონზე მეტი ზარალი განიცადა. საქართველო კი, ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც ტურიზმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამის აღდგენა, სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად ვერ მოხდება.


ასეთ დროს, მუნიციპალიტეტებში თითოეული პროექტის ჩაგდება იქნებოდა კიდევ ერთი მძიმე დაწოლა ჩვენს მოქალაქეებზე. კიდევ ერთი განუხორციელებელი პროექტი აისახებოდა არა მხოლოდ იმ კონკრეტულ მუნიციპალიტეტზე, არამედ, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ეკონომიკური ზრდის ტემპზეც მომავალში.


მოსახლეობას სჭირდება წყალი, მოსახლეობას სჭირდება გზა და იმ ადგილობრივი პრობლემების მოგვარება, რომელთა გადაწყვეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ბიუჯეტების დამტკიცება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031