გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რეკომენდაციები, რომელიც მოსახლეობამ ძლიერი მიწისძვრის დროს უნდა გაითვალისწინოს

6-06-2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იმ რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც მოსახლეობამ ძლიერი მიწისძვრის დროს უნდა გაითვალისწინოს. რეკომენდაციები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„როგორ მოვიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ შენობაში იმყოფებით:

თუ სუსტი მიწისძვრაა, არ შეშინდეთ, უმჯობესია, დარჩეთ იქ, სადაც ხართ; სასწრაფოდ დატოვეთ შენობა კიბით ან პირველი სართულის ფანჯრებიდან; მეორე სართულზე და უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას; არ ისარგებლოთ ლიფტით; დადექით შიდა კედელთან კუთხეში, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან; თუ შენობა ძველია და კედლები არასაიმედოა, შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ; არ ისარგებლოთ ასანთით;

როგორ მოვიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ ქუჩაში იმყოფებით:

გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემებისაგან; არ დადგეთ ხიდზე ან მის ქვეშ,“ – ნათქვამია რეკომენდაციებში.

fortuna.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031