გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დევიდ მარია სასოლისთან ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განვიხილეთ

30-11-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.


საქართველოს მთავრობის მეთაური წერს, რომ ასოცირებული ტრიოს ლიდერებმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.


ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.


„ჩემს უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად ევროპარლამენტის პრეზიდენტს შევხვდი. განვიხილეთ ევროპარლამენტთან ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. მადლობას ვუხდი ევროპარლამენტს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031