გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში ჯორჯიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

1-12-2021

კასპში ჯორჯიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული ქუჩა ლესელიძის ქუჩის მიმდებარეა, სადაც კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების გარდა მრავალსართულიანი კორპუსებიცაა ანუ მჭიდრო დასახლებაა.


ქუჩაზე ამჟამად წინა მოსამზადებელი,საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ჯორჯიაშვილის ქუჩა ერთერთი მათგანია, რომელიც 4 ქუჩასთან ერთად რეაბილიტირდება.


ქუჩის რეაბილიტაციის ღირებულება 169 831 ლარია და რეგიონალური განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


"ქუჩის მოსახლეობა კმაყოფილია პროექტის განხორციელებით, ვინაიდან აღნიშნული ქუჩა მოუწყობელი და გადაადგილებისთვის პრობლემური იყო. მალე მათ კომფორტული ქუჩით სარგებლობა შეეძლებათ. მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია და პრიორიტეტული" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ქისიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31