გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერიაში მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

1-12-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (საეა) წარმომადგენლები.შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი, პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.


შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუციური განვითარების და გაძლიერების ხელშეწყობა, სამოქმედო გეგმისა და პროგრამული ბიუჯეტისთვის საბიუჯეტო პროექტების შემუშავების პროცესში.


სამუშაო შეხვედრის ინიცირება მოხდა საეას მიმდინარე პროექტის „სოციალური ანგარიშვალდებულება და ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის გზით" - ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ინკლუზიური პოლიტიკისა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას და უზრუნველყოფას ინსტიტუციური მექანიზმების ხელშეწყობის გზით.


სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის ონის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ონის მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930