გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გიორგი შენგელაია: ბიძინა არის გაუნათლებელი კაცი, ბოლოს რომ შევხვდი ვეჩხუბე

7-06-2018

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია, ტვ "იბერიას" ეთერში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ის, რაც ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ხდებოდა, ხელისუფლებისა და ივანიშვილის გაუნათლებლობას აბრალებს:


"როგორ უნდა ვაფასებდე "ოცნების" მუშაობას, როცა ჩვენს ხალხს უჭირს, ყველა კუთხით და მიმართულებით. რაც მოხდა რუსთაველზე, ეს იყო ღვთისგან გამოგზავნილი, ამოვიდა უკვე ყელში. ქართველი კაცი ბევრს ითმენს, მაგრამ იქ ახალგაზრდობის გამოჩენა იყო ჩემთვის ყველაფერი. ესენი არიან ნათელი სახეები.

მოდით გავაანალიზოთ, რატომ დავეცით?-იმიტომ, რომ სულწაწყმენდილები გავხდით. ქართველი კაცი წიგნს აღარ კითხულობს.

ნელ-ნელა შეგვაჩვიეს ყველაფერს. ფულს შეგვაჩვიეს. გადააჭარბა ბოროტებამ. ბევრია უკვე. ეს კაი კაცი რომ გამოდის სალარიძე და იძახის, მე გლეხი კაცი ვარ, უბრალო ვარო-აი ეს მომწონს. უბრალო ნიშნავს იმას, რომ ბრალი არა მაქვსო.


უნდა დამთავრდეს ეს სიტუაცია, თორემ გარეთ ვეღარ გავდივარ სირცხვილით.


მე აქციაზე გავალ 10-ში. რა პოლიტიკური პარტიები, რისი პოლიტიკა. ახლა წინა პლანზე ვართ ხალხი და ბავშვები. ორი აზრი არ არის, ხელისუფლება უნდა გადაგეს და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს. უნდა დადგე და უჩიჩინო ამათ-წადი, წადიიი.


მე არ ვამბობ, რომ ყველა ცუდია ხელისუფლებაში, მაგრამ ისეთი ფაქტებია მომხდარი, უნდა გადადგეს.


რა თქმა უნდა თავიდან ყველას გაგვიხარდა, ყველა ვზეიმობდით, მაგრამ მერე უმეცრებამ სძლია. მე არ მინდა ვთქვა, რომ ეგენი ბოროტი ხალხია, ან ბიძინა არის ცუდი კაცი... ბიძინა არის გაუნათლებელი კაცი, ხომ გაიგეთ? მე ორჯერ ვიყავი მასთან და ბოლოს ისე წამოვედი ვეჩხუბე, არაფერი ეს ამბები დაწყებული არ იყო. ვეჩხუბე-ვუთხარი, ძმაო შენ წიგნი არ წაგიკითხავს და რას მელაპარაკები-მეთქი. საკუთარი თავი დაღუპეს რა"-განაცხადა რეჟისორმა.




GURIISMOAMBE.COM

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930