გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

3-12-2021

საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურების მიღებას კასპის მცხოვრებნი საკუთარი ქალაქიდან გაუსვლელად შეძლებენ. 88-ე საზოგადოებრივი ცენტრი კასპში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გახსნა.


ახალი ფილიალი მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას, გამარტივებულ პროცედურებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

მისი მომსახურების სივრცე 308 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მომხმარებელს 200-ზე მეტ სერვისს „ერთი ფანჯრის" პრინციპით აწვდის. ახალ ინფრასტრუქტურაში განაგრძეს საქმიანობა იუსტიციის სამინისტროს იმ სსიპ-ების თანამშრომლებმა, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობდნენ.


დღესვე საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც გაიხსნა. ბიუროს ახალი ოფისი ქართლის რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.


კასპის საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც განთავსდა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული.


კასპის მსგავსად, საზოგადოებრივი ცენტრები ქართლის რეგიონში – გომში, რუისში, მეჯვრისხევში, ტყვიავსა და ბერძენაულში – ფუნქციონირებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930