გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში სტუდენტური პარლამენტის დამფუძნებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

6-12-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგი ლელევან შერაზადიშვილი და ონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელიობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ჩაგელიშვილი სტუდენტური პარლამენტის დამფუძნებლებს ანზორ მეგრელიშვილს და გიგა გლუნჩაძეს შეხვდნენ.


შეხვედრაზე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციის (Icsu - დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება)და სტუდენტური პარლამენტის მიერ წარმატებით განხორციელებული არაერთი პროექტის შესახებ, იმსჯელეს მსგავსი ტიპის პროექტების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, განსაკუთრებით, საუბარი ტურიზმის განვითარებასა და აღნიშნულ სფეროში ახალგაზრდების ჩართულობას შეეხო.


ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პროექტია „გაიცანი მსოფლიო და განავითარე შენი რაიონი - შენი ქალაქი“.


მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას თვითონ მიიღონ მონაწილეობა მხარისათვის სასიკეთო პროცესების წარმართვაში.


ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან შერაზადიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუდენტური პარლამენტის დამფუძნებლებს სტუმრობისთვის, საინტერესო ინფორმაციისთვის, მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის და გამოთქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობასა და მხარდაჭერისათვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031