გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 122 დევნილ ოჯახს მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართები დაუკანონა

6-12-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თბილისსა და ქობულეთში მცხოვრებ 122 დევნილ ოჯახს (321 ადამიანი) საკუთრებაში გადასცა და დაუკანონა მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საერთო სარგებლობის ფართები. შესაბამისი განკარგულება დღეს საქართველოს მთავრობის სხდომამ დაამტკიცა.


„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით - სიმბოლურ ფასად გადავეცით ქონება. კერძოდ, ბინათმესაკუთრეთა ხუთ ამხანაგობას, რომლებიც შედგება იძულებით გადაადგილებულ პირთაგან, ქობულეთსა და თბილისში, სხვადასხვა რაიონში 1 ლარად გადავცემთ საკუთრებაში საერთო სარგებლობის ფართებს იმ კორპუსებში, სადაც ისინი კომპაქტურად არიან ჩასახლებულები", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, ეს არ არის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც უწყებამ ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით მიიღო. ნათია თურნავას განცხადებით, პერიოდულად ხდება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან დაკავშირებით, იქნებიან ესენი დევნილები თუ სოციალურად დაუცველი პირები და მათთვის სიმბოლურ ფასში, 1 ლარად ხდება ფართების დაკანონება.


„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წლებია ცხოვრობენ ამა თუ იმ მისამართზე, მაგრამ დღემდე, სამწუხაროდ, საკუთრებაში არ ჰქონდათ დაკანონებული საცხოვრებელი ფართები. ამ პრობლემას ჩვენ სისტემურად ვაგვარებთ და პროცესი კვლავინდებურად გაგრძელდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031